საქართველოს წიაღისეული რესურსების პრეზენტაცია
11 თებერვალი 2020საქართელოს ეკონომიკის სამინისტროს და წიაღის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაცია წიაღისეული რესურესების საინვესტიციო პროექტების შესახებ, პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტუშური. პროგრამის ფარგლებში, შერჩეულია წიაღისეული რესურსების საბადოები და იყიდება აუქციონის სახით (www.e-auction.ge) ვებ გვერდზე. აუქციონზე გამოტანილი საბადოების სია მოიცავს როგორც ოქროს და სპილენძის პოლიმეტალის, მადნეულის, ბენტონიტური თიხის, ვულკანური წიდის, ტორფის, დიატომიტის, ტუფის, ცეოლიტის შემცველი ტუფის, ბაზალტის, მარმარილოს, კირქვის, მიწისქვეშა მტკნარი წყლების და გაზიანი წყლების საბადოებს.
პრეზენტაცია გაიმართა ქვემო ქართლში მდებარე ერთ-ერთ ბაზალტის საბადოს ტერიტორიაზე, მას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათელა თურნავა, საქართველოს პარლამენტის წევრები, ბიზნეს ასოციაციების, ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები.
ჯამში წარმოდგენილი იქნა 100 საინვესტიციო პროექტი, სადაც სახელმწიფო მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ბიზნესს ინვესტიციაში და ადგილობირივი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნაში.